“მე ვარ მსხვერპლი მრავალი ცილისწამების, რომ ვარ რუსეთის აგენტი, კრემლის აგენტი და რაც არ უნდა ვთქვა, ვიცი რომ ეს კლიშე შეკვეთაა და ვერასდროს ვერ შეიცვლება”,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს პოლიტიკაში მოსვლა დაანონსა.
მისი განცხადებით, მისი ანტიდასავლელობა ცილისწამებაა და ის დონალდ ტრამპის აბსოლუტური მხარდამჭერია.
“მწამებენ ცილს ანტიდასავლელობაში ან ანტიამერიკელობაში ან ანტიევროპელობაში, აქვე ვიტყვი, რომ ესეც სრული სიცრუეა, მე მაგალითად ვარ აბსოლუტური მხარდამჭერი დონალდ ტრამპისა და იმ 80 მილიონი ამერიკელისა, ვისაც მიაჩნია, რომ ამერიკა ისევ ძლიერი უნდა გახდეს”.-განაცხადა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ დღეს განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ პარტია “ერს” აფუძნებს.