წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში შეხვედრები გამართეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის  მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი პირები, რეგიონის მუნიციპალიტეტების – გარდაბნის, ბოლნისისა და მარნეულის მერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო ფორმატში მიმდინარე შეხვედრებისას, მხარეებმა ვაქცინაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორებზე და ამ მიმართულებით, ერთობლივი ძალისხმევით განსახორციელებელ გეგმებზე იმსჯელეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს მხარის მასშტაბით ეტაპობრივად გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ ,,წითელი ჯვარი“ ქვემო ქართლში ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებისთვის მოსახლეობას სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის პროცესში აქტიურ დახმარებას გაუწევს.