თავდასხმა საიუველირო მაღაზიაზე მადრიდში – დაკავებულია ქართველი

4 მაისს მადრიდის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 31 წლის თავდამსხმელმა, მრავალჯერ ნასამართლევმა კონსტანტინე ფ-მ, მაღაზიაში მძევლები აიყვანა.

შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიჭრა.ერთ-ერთი მათგანი მაღაზიის თანამშრომელია, მეორე კი პოლიციელი.

თავდასხმა ესპანეთში რეგიონალური არჩევნების მიმდინარეობისას მოხდა.