თურნავა: დღემდე ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება

დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება – პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბევრ საკითხზე იმსჯელებს.

„ჩვენ ხვალ გვექნება, მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და უფრო მაღალი ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ. ხვალ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა თურნავამ.