თუშეთში მწყემსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

თუშეთში ფშაველი – აბანო – ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მწყემსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კაცს ცხვარი საძოვარზე მიჰყავდა.

მაშველებმა შუახნის კაცი უკვე ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, ის კონტაქტურია, თუმცა სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება.