მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ხვდება.

ხაზარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მელიასთან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე და 20 ივნისის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ისაუბრებს.

“დღეს ვხვდები ნიკა მელიას და მინდა ორ თემაზე ვესაუბრო. პირველი ეხება იმას, რომ უნიკალური შანსია ევროკავშირის ფონდის გამოყენება. მეორე საკითხია, რომ “ლელო” შევიდა ინიციატივით შეიქმნას საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომელიც სრულად გამოიძიებს 20 ივნისის ფაქტებს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ამნისტიაზე საუბარი და მისი განხორციელება”, – განაცხადა ხაზარაძემ.