მე-19 და მე-20 მიკრორაიონების საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერების მოწყობა იგეგმება

რუსთავში მე-19 და მე-20 მიკრორაიონების საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერების მოწყობა იგეგმება. ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. სატენდერი წინადადებების მიღება 11 მაისიდან დაიწყო და დღეს სრულდება.

“ქ. რუსთავში, მე-19 მ/რ #9 (უკანა მხარე), მე-20 მ/რ #9, მე-20 მ/რ #15 და მე-19 მ/რ #12 მ/ტ სკვერების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა”- ეს ის მისამართებია, სადაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია რეკრეაციული სივრცეების მოწყობას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 392 275.00 ლარს შეადგენს.