“მთავარია მეტი ადამიანი აიცრას, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ”

მთავარი არის, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, განსაკუთრებით რისკის მქონეები, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ, – ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაატა იმნაძე, ქვეყანაში გაზრდილ სტატისტიკას დამაფიქრებელს უწოდებს.

“ყოველდღიური მაჩვენებელი, რომ საშუალოდ 1500-ია, რა თქმა უნდა არის ძალიან დამაფიქრებელი და კიდევ და კიდევ გზა დღეს, რომ თავი დავიცვათ, ესაა პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისაგან თავის არიდება და ვაქცინაცია. მთავარი არის, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, განსაკუთრებით რისკის მქონეები, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ.”-განაცხადა პაატა იმნაძემ.