კულუმბეგოვი: ვისაც ვაქცინაციის სურვილი არ აქვს, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად

ახლა მთავარია გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, დღეში 1 400-1500 ინფიცირებული ეს არ არის ცოტა – სერიოზული დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„ყველა ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ. ვისაც შეგვიძლია და ამაზე ხელი მიგვიწვდება, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ, ვისაც ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა ან სურვილი არ აქვს, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.