“მნიშვნელოვანია პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მიიღონ დეპუტატობა”

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელონ.

ელჩის განცხადებით,  ოქტომბრის არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პროცესში უნდა ჩატარდეს.

“ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე იქნა ხელი მოწერილი. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ განვითარდეს ეს პროცესი და ყველა პარტიამ და პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მიიღონ პარლამენტის წევრობა. ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მისასალმებელია ის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი და იმუშაონ მხარეებმა იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში.

ზუსტად ეხება იმ ცენტრალურ ელემენტს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. არ დაგვავიწყდეს 9 პარტია მონაწილეობდა ამ პროცესში. სასამართლო რეფორმა მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს სასამართლო პროცესი და მთვლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების დღიდან პარტიებისადმი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა ესოდენ მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, იმისათვის, რომ ეს სისტემები ყოფილიყო ნდობით მოსარგებლე პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

ამიტომ იყო თანმიმდევრული ჩვენი გზავნილი, როდესაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, შესულიყვნენ პარტიები და მათი წევრები პარლამენტში და იქ გაეგრძლებინათ ის რთული სამუშაო, რომელიც უკავშირდება შემდგომი რეფორმების განხორციელებას, რომელიც აისახა კიდეც შეთანხმებაში, რაც უზრუნველყოფდა აგრეთვე მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს იყო ზუსტად ის, რაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს და მისცეს ხმას იმას, რომ საპარლამენტო მუშაობა გაგრძლებულიყო,”- აღნიშნა კელი დეგნანმა.