„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის წევრები შეხვდნენ. რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიგრიგობით შევიდნენ.
ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეხვდა. მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ნაყოფია ამბობს, ნიკა მელიას პოზიციები უცვლელია, მას გადაწყვეტილება არ მიუღია და შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები “ქართული ოცნების” ხელშია.
ნაყოფიას შემდეგ, რუსთავის ციხეში “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია შევიდა. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მანამდე, ენმ-ს თავმდჯოარე ხატია დეკანოიძემ მოინახულა.
ნიკა მელიას მოსანახულებლად იმყოფებოდა ასევე მისი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
შეხვედრის მთავარი თემა ამნისტიის შესახებ კანონპროექტია.