კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში მოუწევს პარლამენტში შესვლა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ნაციონალურ მოძრაობა“ პარლამენტში შესვლა მოუწევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თითქოს არასწორ პოზიციაზე იყვნენ, თუმცა ახლა მათ უწევთ პარლამენტში შემოსვლა. „ნაცმოძრაობას“ მოუწევს უახლოეს დღეებში პარლამენტში შესვლა. ეს ნიშნავს მათ სისუსტეს, მათ არათანმიმდევრულობას და მათ მარცხს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია შევა თუ არა პარლამენტში.