სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში – რას ყვებიან თვითმხილველები

თბილისში, აბანოთუბანში მომხდარი დაპირისპირების შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაიჭრა – მეზობლების თქმით,  გასროლის ხმა არ გაუგონიათ.

“ღამის პირველის ნახევრისთვის სასწრაფო გამოვიძახე, დაჭრილი ბიჭი მანქანაში ჩასვეს, მგონი, უკვე მკვდარი იყო და სწრაფად წავიდა მანქანა.

დაჭრილები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან, აქაურები არიან, ადრე მეგობრობდნენ, დაახლოებით 30-35 წლისები არიან, ალბათ ჩხუბის დროს დანა დაარტყეს…” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაპირისპირება გრიშაშვილის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა.