ოქრუაშვილი: 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს

9 ივნისს საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა Facebook-ზე დაწერა.

“ის-ის იყო, ჭიჭე ვაშაძის და ხაზარაძის მოსაქმულის გამო, პოსტების წერაში შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო, რომ უცბად გამოჩნდა ბიძინა და ახალი სტიმული მომცა – კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო. ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე,” – წერს ოქრუაშვილი.