რუსთავში ისტორიული მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

დღეიდან რუსთავში ისტორიული მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირეული მუზეუმში ღია კარის დღით გაიხსნა.

პროგრამა კურატორების ონლაინ ტურებს, გამოფენასა და “ღამე მუზეუმის” აქციას მოიცავს.