“სალონური საუბრების” ფორმატის მორიგი შეხვედრა რუსთავში

რუსთავში “სალონური საუბრების” ფორმატის  მორიგი შეხვედრა გაიმართა. ლიტერატურულ ღონისძიებას ტრადიციულად “არტ კაფე 21”-მა  უმასპინძლა,  სტუმარი დავით შერგელაშვილი იყო.

დღევანდელი თემა “დიადი მცირეში”,  იაპონურ ხელოვნებას და ლიტერატურას ეძღვნებოდა.

სალონური საუბრები ყოველ შაბათს იმართება და ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.