სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა

ისრაელში, სარაკეტო იერიშების შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაშავდა – ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, დაზიანება მსუბუქი იყო და საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზალკალიანი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.