საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა

საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა.  მატჩი ანგარიშით 3:1 რუსთაველების სასარგებლოდ დასრულდა.

მატჩის პირველ ნახევარში გოლი გიორგი გოგილაშვილმა და ბექა ხარშილაძემ გაიტანეს.  მესამე გოლი კი იგორ გუანამბის ეკუთვნის.

შემდეგ მატჩს “რუსთავი” ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან, “გაგრასთან” გამართავს.