“უცნობი ბილიკი” – თვითნასწავლი მხატვრის გამოფენა რუსთავში [ვიდეო]

რუსთავში თვითნასწავლი მხატვრის გამოფენა გაიმართა. ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, 35-მდე ნახატი გამოიფინა.

გამოფენის “უცნობი ბილიკი” ავტორი, რუთაველი მუსიკოსი ია გოგოლაძეა. ხელოვანმა ხატვის ნიჭი პანდემიის დროს აღმოაჩინა. ავტორი გამოფენას კორონავირუსის პანდემიის დროს აღმოჩენილ შესაძლებლობებს უძღვნის.