ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 12 მლოცველი ემსხვერპლა.
შემთხვევა სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის საზავო შეთანხმების ძალაში შესვლის მეორე დღეს მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გარდა ამისა, პარასკევის ლოცვისას მომხდარი აფეთქების შედეგად, მეჩეთის შიგნით 15 ადამიანი დაიჭრა.
ქაბულის პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის არის მეჩეთის იმამი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის სამიზნე სწორედ იმამი იყო.
ინფორმაციისთვის, წარსულში ქაბულში თავდასხმების დიდი ნაწილი ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა პარტნიორმა განახორციელა, მაგრამ ავღანეთის მთავრობა ხშირ შემთხვევაში ბრალს თალიბანს სდებდა. მას შემდეგ, რაც 13 მაისს ავღანეთში საზავო შეთანხმება ამოქმედდა, ქვეყანაში შედარებით მშვიდი ვითარება იყო. თუმცა ზავის გამოცხადების დღეს, ოთხმა სხვადასხვა აფეთქებამ მინიმუმ 11 სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.