ქვემო ქართლში “სინოფარმის” აცრისთვის პორტალზე ყველა ადგილი შევსებულია.
ქვემო ქართლის ხუთ მუნიციპალიტეტში: რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, თეთრიწყაროსა და ბოლნისში აცრის გასაკეთებლად ყველა ადგილი დაჯავშნილია.
რეგიონის მასშტაბით სერვისის მიწოდების 7 დაწესებულებაა მობილიზებული, აქედან რუსთავში გამოყოფილია სამი იმუნიზაციის ცენტრი.
დღეიდან იმუნიზაციის პროცესს ქალაქში N1 და N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრებიც შეუერთდა.
ცნობისთვის, “სინოფარმის” ვაქცინაზე ქვეყანაში 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული.იმუნიზაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან. “სინოფარმით” ვაქცინაციის პროცესში დღეიდან დამატებით 44 სამედიცინო დაწესებულება ერთვება. ჩინური წარმოების პრეპარატით აცრა გუშინ დაიწყო. ის 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. დღეიდან იმუნიზაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან.