ჩრდილოეთი ამერიკის ეპისკოპოსი საბა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ ეპისკოპოსი Facebook-ზე ავრცელებს.

ეპისკოპოსი აშშ-ში, Moderna-თი აიცრა.

მეუფე საბა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მეორე მღვდელმთავარია, რომელიც კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.