ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მოკლულია ჰამასის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაური.
“ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებს თავდასხმებს დამატებით ტერორისტულ სამიზნეებზე ღაზას სექტორში” – ნათქვამია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დაახლოებით 1 საათის წინ ჰამასის ტერორისტულმა მოძრაობამ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. ისრაელის მედიის ინფორმაციით დაბომბვის შედეგად დაიღუპა მინიმუმ ერთი და დაშავდა რვა ადამიანი.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისრაელის მთავარი, ბენ გურიონის აეროპორტი დაიხურა.
შეგახსენებთ, 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.