1 400- ზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 275 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,5%, ბოლო 14 დღის – 5,82%, ბოლო შვიდი დღის – 5,48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 325 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 304 935 გამოჯანმრთელდა, 4 363 კი, გარდაიცვალა.