საქართველოს ჩემპიონატზე რუსთაველმა მოკრივეებმა 4 საპრიზო ადგილი მოიპოვეს

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე რუსთაველმა მოკრივეებმა 2 პირველი და 2 მეორე ადგილი მოიპოვეს.

91+ კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ბეგაძემ 2 ბრძოლა ჩაატარა და ფინალში მარნეულელ მეტოქეს სძლია. 63 კილოში კი ოთხი მეტოქე დაამარცხა ლაშა გურულმა და ფინალში თბილისელ მეტოქეს პირველობა არ დაუთმო.

52 კგ-ში მეორე ადგილი დაიკავა ლუკა კუბლაშვილმა, ასევე მეორე ადგილს 57 კგ-ში დასჯერდა გიორგი კაპანაძე.

საქართველოს ჩემპიონატი თბილისში 5 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდა.