ჰარცელი: და გადავლახოთ შეთანხმების განხორციელების პირველი დაბრკოლებები

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მიმდინარეობს დისკუსია ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, ეს საკითხი შეთანხმების ნაწილია.

„ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ იმ სხვადასდვა კანონპროექტზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მუშაობითა და პარტიებს შორის დისკუსიებით არის წინსვლა საერთო აზრისკენ, რამდენად სწრაფადაც შესაძლებელია, რომ წინ წავიდეს“, – აღნიშნა ჰარცელმა.

კითხვაზე, არის თუ არა ევროპა მზად გადაიხადოს გირაოს თანხა, ელჩ ამბობს, რომ საკითხი განიხილება.

„ეს საკითხები ამჟამად განიხილება და ვნახავთ, როგორ განვითარდება მომდევნო დღეებში იმის გათვალისწინებით, რომ უნდა გადავლახოთ შეთანხმების განხორციელების პირველი დაბრკოლებები, რაც შეთანხმებაში გაწერილ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებამდე მიგვიყვანს“, – განმარტა ჰარცელმა.