“თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ვაშინგტონში, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.
“სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც”, – თქვა მელიამ.
მისივე განცხადებით, მთავარია დიდ ქალაქებში ოპოზიციას ჰყავდეს საერთო კანდიდატები.