გორში 14 წლის გოგოს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 2 დღის წინ გაუჩინარდა. ის სოფელ ტინისხიდის მკვიდრია, 31 მაისს დედასთან ერთად გორში იყო ჩასული.
რამდენიმე წუთით ბანკში შესულ დედას, ფილიალის ეზოში მყოფი შვილი აღარ დახვდა.
საქმეში ჩართულია პოლიცია.