ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების სხვა დაწესებულებებში გადაყვანა უსაფრთხოდ და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს.
ამიტომ, როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, საჭიროა კარგად მომზადება, დაგეგმვა.
„ჯანდაცვის სამინისტრო რა თქმა უნდა, გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას. რადგან სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისი დაგეგმვა იმგვარად, რომ ბავშვების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში საუკეთესო ინტერესების დაცვით, უსაფრთხოდ მოხდეს. რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენთვის შესაძლებლობა იმის, რომ მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად გაგრძელდეს, იზრდება, ამდენად, ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებით ვაგრძელებთ“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.