მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ გაიმართება

ბოდბელ მთავარეპისკოპოს, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.