ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში ფრაქცია შექმნა

მეათე მოწვევის პარლამენტში მესამე ოპოზიციური ფრაქცია პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა, რომელიც 32 წევრისგან შედგება. ფრაქციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე იქნება.

ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტის შემდეგ ხვალ, პირველად შედის.

პარლამენტში კიდევ ერთი – 7 წევრიანი ფრაქცია შეიქმნა – “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”, რომელშიც ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის” სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს.