დაფიქსირდა თუ არა კოვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი მოვლენები რუსთავში?

რუსთავში ჩინური “სინოვაკითა” და “სინოფარმით” ვაქცინის გაკეთების შემდეგ, გვერდითი მოვლენების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ TV4-ს იმ სამედიცინო დაწესებულებებში განუცხადეს, სადაც ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც დიაგნოსტიკურ ცენტრებსა და კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, ვაქცინაციაზე მიმართვიანობა გაიზარდა.

იმუნიზაცია რუსთავში N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებსა და კლინიკა “რუსთავშია” შესაძლებელი. NCDC-ის ცნობით, ზაფხულში იგეგმება ქალაქში იმუნიზაციის მასშტაბური ცენტრის გახსნაც.