“ბიჭო, დაწყნარდი, შენი ყვირილით ვერ შემაშინებ”- პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო

საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ოცნების” დეპუტატმა,  მიხეილ ყაველაშვილმა გუბაზ სანიკიძეს მიმართა: ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი.

ყაველაშვილსა და სანიკიძეს შორის კამათი გუბაზ სანიკიძის კითხვას მოჰყვა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა პასუხი კითხვაზე, ვინ და რატომ ჩემოიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.

„მე აქ ვიყავი ძვირფასო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებო,ზემოდან გიყურებდით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელსაც გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა.

„ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით,“ – განაცხადა ყაველაშვილმა, რაზეც გუბაზ სანიკიძემ ჰკითხა – „არ გრცხვენია?“.

თავად სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „რუსების მონები არიან“.

„უნამუსო კაცი ხარ“ , – მიმართა შოთა ხაბარელმა გუბაზ სანიკიძეს.