გადათხრილი გზები, მტვერი, ბუღი, ტრაქტორები – ურეკში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო, სასტუმროებსა და რესტორნებს არ გახსნიან.
საოჯახო სასტუმრო “ედემის“ მფლობელი ამირან კიღურაძე ამბობს, რომ პრობლემა კომპლექსურია და მიმდინარე სამუშაოები სეზონს ხელს შეუშლის.
„უნიკალური ადგილი გვაქვს, ფაქტობრივად, კურორტია სამკურნალო თვისებებით, ამ დროს გზები არ არის ნორმალური, თავისთავად არ არის გასართობი ადგილები, დამსვენებლები რომ ჩამოდიან, გარბიან ქობულეთში ან ბათუმში და საღამოს ბრუნდებიან,“ -ამბობს ამირან კიღურაძე.
რატომ ხვდება ქვეყნის ერთ-ერთ წამყვანი კურორტი ზაფხულის სეზონს დაუსრულებელი სამუშაოებით?- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ არის გარდამავალი პროექტები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის ახორციელებს.
„გამარჯვებულ კომპანიას გარკვეული მიზეზების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და ახალი ტენდერი გამოაცხადეს. ახალი კომპანიის შერჩევას თავისი პროცედურები აქვს, ამიტომ პროცესის დასრულება გაჭიანურდა… რაც შეეხება იმას, რომ დაბაში თითქოს სასტუმროების და კვების ობიექტების ნაწილი არ იხსნება შექმნილი დისკომფორტის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. არავის ეშლება ხელი. ტურისტულ სეზონს პარალელურად მიმდინარე სამშენებლო სამუშოები ხელს არ შეუშლის”- აცხადებს შარაშენიძე.
წყარო: კომერსანტის სტატიაზე დაყრდნობით.