ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციები 25%–ით შემცირდა

თბილისში, 2021 წლის მაისში ბინებზე 2 161 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 29%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ $101 მლნ შეადგინა.

ინფორმაციას Real Estate Coverage საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

იგივე წყაროს ცნობით, 2021 წლის მაისში, თბილისში ახალაშენებულ ბინებზე 1 380 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 30%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით შემცირდა.

2021 წლის მაისში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 10%-ით, $35 მლნ–მდე შემცირდა.