გარდაბანში, რამდენიმესაათიანი საძებო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, წყალში გაუჩინარებული მოზარდები მაშველებმა გარდაცვლილი ოპოვეს.
თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურად მოწყობილ ტბაში 15-17 წლამდე მოზარდები წყალში შევიდნენ და გაუჩინარდნენ. ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი რჩება.