გახარია: ბიძინა ივანიშვილი ჩემს საქმეში არ ერეოდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მის საქმეში, არასდროს ჩარეულა.

როგორც გახარია აცხადებს, მას თავისუფლების მაღალი ხარისხი ჰქონდა.

„როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მე გავიწიე, არცერთხელ არ მიმიყენებია არც მისთვის და არც ჩემი თავისთვის შეურაცხყოფა და კავშირზე არ გავსულვარ. ბიძინა ჩემს საქმეში არ ერეოდა. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ასეთი შემთხვევა არ მქონია და ის, რომ მე ჩემს ბოლო კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ესეც პასუხი იყო და მივიღე ჩემი გადაწყვეტილება. თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა და ვიცი, რომ ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა. დღეს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური პროცესი. მე მოღალატეს დამიძახებენ თუ თვალთხარიას, დღეს ის კაცი უბრალოდ აიძულეს ის განცხადება გაეკეთებინა“, – განაცხადა გახარიამ.