თალაკვაძე ენმ-ს: პარლამენტის წინ, ცარიელი კარვები რომ დგას იქნებ შეთანხმდეთ და ეგ კარვებიც აიღოთ

„პარლამენტის შენობის უკან რკინის ფარის აღებასთან დაკავშირებით, უკვე მერამდენე მადლობას ვისმენთ. გთხოვთ დაინტერესდეთ პარლამენტის წინ რაც ხდება, ცარიელი კარვები რომ დგას და რამდენიმე ადამიანს აწვალებენ ამ სიცხეში, მაგაზე ვინ იღებს გადაწყვეტილებას, იქნებ შეთანხმდეთ და ეგ კარვებიც აიღოთ“,-მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე.