თბილისში ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა

თბილისის ცენტრში მოზარდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჩხუბში ძირითადად არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.

ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც.

 

ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.