“ასტრაზენეკას” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა ძლიერ იმუნურ რეაქციას წარმოქმნის. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა.
უცხოური მედიის ცნობით, კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის მესამე დოზა ზრდის ანტისხეულებსა და T- უჯრედების იმუნურ რეაქციებს.
ენდრიუ პოლარდმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის ჯგუფის დირექტორმა, განაცხადა, რომ იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინა ამჟამინდელი ვარიანტებისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაცვას უზრუნველყოფს, ნიშნავს, რომ დამატებითი გამაძლიერებელი დოზა შეიძლება საჭირო აღარ იყოს.
„იმ სიტუაციაში უნდა ვიყოთ, როდესაც გამაძლიერებელი დოზის უზრუნველყოფას შევძლებთ, თუ ეს საჭირო გახდება, თუმცა არ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ ეს საჭიროა“, – აღნიშნა