ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

წყარო: მთავარი