მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს ულოცავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს.

„დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება – მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო“, – აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.