მეუფე იაკობი ამბობს, რომ გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა: “ახლა ნასვამი ვარ?”

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე  იაკობის განცხადებით,  ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ეკლესიის საქმეებში პირადად ერეოდა.

როგორც მეუფე ამბობს, ის, ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა, პოლიტიკაში აღარ უნდა დაბრუნდეს.

​”მე უკვე ვთქვი, რომ ბატონი გახარია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი არაა. ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია, ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. თქვენ იცით ჩემი წარმოდგენა. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს.

ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი იმას ვადასტურებ. ხო იძახდით, ნასვამმა თქვა, ახლა ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით , ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა.  უბრალოდ, სახელმწიფო მძიმე სიტუაციაში იდგა და რაღაცები აღარ გავაკეთე”,- აცხადებს მეუფე იაკობი.