მე-11 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავში, მეთერთმეტე მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ოპელისა და BMW მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ერთი ეკიპაჟი.