რამდენად ეფექტურია „სინოვაკი“ დელტა შტამის წინააღმდეგ

რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“  ვაქცინა კორონავირუსის დელტა შტამის წინააღმდეგ? – ვრცელი სტატიას  „როიტერსი“ აქვეყნებს.

ქვემოთ მოცემულია ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებები კორონავირუსის დელტა ვარიანტისადმი ვაქცინების ეფექტურობის შესახებ, რომელიც გლობალურად დომინანტური ვარიანტი ხდება.

ჩინეთს ვაქცინების ეფექტურობის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ადგილობრივი ექსპერტები მოუწოდებენ ხალხს, რაც შეიძლება მალე ჩაიტარონ აცრები.

„მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩინური ვაქცინები გარკვეულწილად ეფექტურია დელტას შტამის მიერ გამოწვეული სიმპტომების წინააღმდეგ და მძიმე შემთხვევების რისკის შესამცირებლად“, – აღნიშნულის შესახებ ეპიდემიოლოგმა ჟონგ ნანშანმა განაცხადა.

„სინოვაკის“ კომპანიის წარმომადგენელმა ლიუ პეიჩენგმა განაცხადა, რომ „ვაქცინირებულთათვის ჩატარებული სისხლის ანალიზით მიღებული პასუხების მიხედვით, მიიღეს შედეგი, რომ ვაქცინა დელტას შტამის სიმპტომებს სამმაგად ამცირებს.“

ის ასევე აღნიშნავს, რომ სრულმა ვაქცინაციამ შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს უფრო ძლიერი და გამძლე ანტისხეულების გამომუშავება.

გუანგდონგის სამხრეთ პროვინციაში, სადაც ჩინეთში დელტას ვარიანტის პირველი შემთხვევები აღმოაჩინეს, არცერთ ინფიცირებულს არ გამოვლენია მძიმე სიმპტომები. ყველა მძიმე შემთხვევა არავაქცინირებულ ადამიანებთან დაფიქსირდა.

ვირუსოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ კომენტარი არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტურია მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ და საჭიროა მეტი მონაცემები.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა 88%-ით ეფექტური იყო დელტას სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ, მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.

ეს შედარებულია ალფა ვარიანტის 93%-იან ეფექტურობასთან, რომელიც პირველად ბრიტანეთში გამოვლინდა.

AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზა 60%-ით ეფექტური იყო დელტას შტამის წინააღმდეგ.

ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად იცავს Johnson & Johnson-ის ერთჯერადი დოზა COVID 19-ის სხვადასხვა შტამებისგან.