შაორის წყალსაცავში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის წყალსაცავში ჩავარდნილი 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.