ხაზარაძე: მთავარი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი ვერ აიღოს

მთავარი სტრატეგიული ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი ვერ აიღოს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ იცით ჩვენი წინადადება – ზეპარტიული მერის კანდიდატი შეთანხმებული ასევე ოპოზიციასთან. ასე, რომ პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ. მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღოს 43 პროცენტი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.