1092 ახალი შემთხვევა – ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში 775 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 734 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,67 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,33 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 355 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 103 გამოჯანმრთელდა, 5 083 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 212 163 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 596.