20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ერთ-ერთი აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქცია დღეს 18:00 საათზე დაიწყება. მას სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.
„ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით კოლაბორაციონიზმს და არ ვეგუებით ამნისტიას, რომელიც არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვინც ხართ 20 ივნისის აქტივისტები, ვისაც გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა კოლაბორაციონისტებსა და ოკუპანტებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.