23 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,23 ივნისს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

კერძოდ, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებში სართიჭალა, თელეთი. 14:00-დან 19:00 საათამდე – სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთისძირი, რუსთავი-რუსთავი ბაქოს გზატკეცილზე 13:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს დაბა კაზრეთში, დარბაზში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.